მოხარული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება | ლავროვი „ოცნებით” კმაყოფილია

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოხარულია, რუს და ქართველ ხალხს შორის კონტაქტების აღდგენით.

ლავროვს იმედი აქვს, რომ მალე ჩვენს ქვეყანასთან ავიამიმოსვლასაც აღადგენენ:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ სულ მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს… შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის ფაქტი, რომ არცისე დიდი ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ (ისინი) იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და მათი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია”, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.