გერმანიის პოლიციამ ეკო-აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ქვანახშირის მაღაროსთან აქციაზე დააკავა | Routers

Reuters-ის ინფორმაციით, ეკო-აქტივისტი გრეტა ტუნბერგი გერმანიის პოლიციამ დასავლეთ გერმანიის სოფელ ლუცერატში, ქვანახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავა.

როგორც რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერმა განაცხადა, ჯერ არ არის ნათელი რა ბედი ეწევა ტუნბერგს.

არსებული ინფორმაციით, ქვანახშირის მაღაროს გაფართოების მიზნით, დაგეგმილია სოფლის დანგრევა.

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მაღაროს გაფართოება სათბურის გაზების დიდი რაოდენობის გამოფრქვევას გამოიწვევს.

გერმანიის მთავრობა და მაღაროს მფლობელი კომპანია RWE აცხადებენ, რომ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.