ქართველებმა აირჩიეს რუსეთი, ვაღმერთებ საქართველოს | წულუკიანის ანტიდასავლურმა განცხადებამ რუსი მსახიობი მოხიბლა

რუსი მსახიობი, სტანისლავ სადალსკი გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებას თბილისის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.

სადალსკის თქმით, საქართველომ აირჩია რუსეთი და არა – ევროპა:

„თბილისი არ აპირებს და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მას არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული და არა ევროპა და სიღარიბე. ვაღმერთებ საქართველოს”, – განაცხადა სადალსკიმ.

ცნობისთვის, 15 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თბილისი კიევს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

მისი შეფასებით, მეგობარი უკრაინისთვის დახმარების გაწევა, ომში ჩართვას გამოიწვევს.

„საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავუწევთ სამხედრო დახმარებას დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეს” – განაცხადა წულუკიანმა