ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს | პრეზიდენტის სამძიმარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს” – წერია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ფესბუქგვერდზე გამოქვეყნდა.