ბოლო 24 საათში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს | გენშტაბი

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ერთი რაკეტა ისროლეს და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის ინფორმაციით, კვლავ გრძელდება თავდასხმების მცდელობები ბახმუტის მიმართულებით.

ოკუპანტებმა შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით.

გენშტაბის თქმით, რჩება ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენების საფრთხე.