„ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია” | სოფო ლილუაშვილი ბერლინში შეხვედრების შემდეგ

„ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია” – ამის შესახებ ბერლინში გამართული შეხვედრების შემდეგ „მთავარი არხის”გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ძალიან აინტერესებთ ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.

„არ ველოდი, რომ ასეთი დოზით ექნებოდათ ინფორმაცია ნიკას საქმეზე კონკრეტულად და ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რომ საკმაოდ ასეთი, მსურე ინფორმაცია აქვთ ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ისინი დაგვპირდნენ, რომ ნიკას საქმეზე კონკრეტულად გაგრძელდება მონიტორინგი და მათ ძალიან აინტერესებთ ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.

უნდათ, რომ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია როგორ ვითარდება მოვლენები ნიკას საქმის ირგვლივ. ძალიან დიდი დოზით საუბარი იყო იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ დაგვიწესა ევროპამ. ყველამ კარგად იცის ამის შესახებ, რომელშიც დეოლიგარქიზაციასთან და სხვა საკითხებთან ერთად არის ასე დავარქმევდი, ნიკას პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და სიტყვის თავისუფლებას და მედიათავისუფლებას და გამოითქვა კიდევაც ამასთან მიმართებაში მოსაზრება, სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რომელიც საკმაოდ მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაშია გერმანიასთან, ნამდვილად და რეალურად ევროპა და შეასრულებს თუ არა ის ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ რეკომენდაციებს შორის ნიკას პუნქტი ნამდვილად არის ყველაზე, ყველა პუნქტთან ერთად, ძალიან და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, რადგან ის ისევ და ისევ ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას” – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა „მთავარი არხის” ეთერში.