„მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები” | საბა ბუაძე

„თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები” – ამ ინიციატივით „ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე დედაქალაქის საკრებულოს მიმართავს.

„მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები.

ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობისა და ინიციატივის შედეგი, რადგან ეს ორი ლეგენდა ამას ნამდვილად იმსახურებს. 

ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის მსგავსი გენიოსების დაკარგვა უდიდესი დანაკლისია,” – წერს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის” თავმჯდომარე საბა ბუაძე თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.