„ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება” | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

საკნად ქცეულ პალატაში მიხეილ სააკაშვილი დღეს მისმა დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.

„ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება. საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს და ვერაფერს შვება. ოპერაციამდე სჭირდება შხამების გამოყვანა, არავითარი ოპერაცია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.