დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში | „ოცნების” დეპუტატებმა სხდომაზე სათამაშო ტანკები მიიტანეს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, ტრადიციულად, ხმაურის ფონზე წარიმართა. „ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომაზე სათამაშო ტანკები მიიტანეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

„მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ჩაითრიონ ომში, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ამას ვერ ეღირსებიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ირაკლი ღარიბაშვილი მეთაურობით, პროგრესზე, განვითარებაზე და მშვიდობაზეა ორიენტირებული.

პატარა სათამაშო ტანკები მინდა გადავცე მათ, იმიტომ, რომ ერთმანეთში იომონ, სხვა მეტი არაფერი დარჩენიათ, პრინციპში გაჩაღებული აქვთ” – განაცხადა სხდომაზე „ოცნების” დეპუტატმა.

„რით ერთობა „ქართული ოცნება”, მე მქონდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში, ნოხზე ჰქონდათ ეს დაყრილი, ითამაშეს, შემდეგ მორჩათ, სხვათაშორის ქალბატონი ქეთი გაბრაზებულა გავაგრძელოთ თამაში, რა დროს საკრებულოს სხდომააო, მოგვიტანა იმისთვის, რომ ჩვენც ვითამაშოთ”, – განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა.