ბათუმში ძაღლი სასტიკად აწამეს და მოკლეს

ბათუმში, 6 მაისის პარკში სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველი, თეონა ყურშუბაძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ასეთი მძიმე დაზიანებები ორი თვის წინ კიდევ ორ ცხოველს მიაყენეს.

ყურშუბაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში უკვე გამოკითხეს, დანიშნულია ექსპერტიზაც.

პირველი შემთხვევა არ არის, დამთხვევა არის ისევ იგივე ადგილას ამ ცხოველის დაჭრა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ვიღაც შეგნებულად დადის და ანადგურებს მიუსაფარ ცხოველებს და უსწრაფავს სიცოცხლეს ასეთი მეთოდებით” – აცხადებს თეონა ყურშუბაძე „მთავარ არხთან” საუბრისას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.