„არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება არის შეუძლებელი” | დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.

„ნებისმიერი დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი, სადაც საქართველოს შესახებ არის ცრუ ინფორმაცია მითითებული, სადაც მეცენატი არის დამნაშავედ, ოლიგარქად გამოყვანილი, ხოლო დამნაშავე სააკაშვილი კიდევ დემოკრატიისთვის მებრძოლ შუქურად. ასეთი დოკუმენტი საქართველოსთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ.

არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება არის შეუძლებელი და ნებისმიერი მცდელობა შანტაჟისა ფიასკოსთვის არის განწირული. შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპორტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობაში არ არის ასეთი ქცევა, ცხადია, მიღებული და ამავდროულად, აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა, შანტაჟი, რათა მან კონკრეტული ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელსაც ის არ დგამს” – აცხადებს მათიკაშვილი