კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. პრეზიდენტის აპარატის უფროსის ინფორმაციით, პირველი რუსული რაკეტები უკვე ჩამოგდებულია უკრაინის ტერიტორიაზე.

რიგ რეგიონებში ელექტროენერგია შეზღუდულია.

ვიტალი კიმის ცნობით, ორი რაკეტა გადაფრინდა მიკოლაივის რეგიონზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. კრივი რიჰის მერი ასევე იტყობინება, რომ კრივი რიჰის მიმართილებითაც ორი რაკეტაა გაშვებული.

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც. ვიტალი კლიჩკოს ცნობით, აფეთქება დნიპროს რაიონში მოხდა და ყველა შესაბამისი სამსახური ახლა ადგილზე მიემართება. ის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე რაჯეტის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულები არიან ჰოლოსიევსკის რაიონში. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. დაღუპულია ერთი ადამიანი.