700-ზე მეტი განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 159 800 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 13.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 474 (+8), ჯავშანტექნიკა – 6 774 (+5), საარტილერიო სისტემები – 2 503 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 493 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 259 (+2), თვითმფრინავი – 304 (+0), ვერტმფრენები – 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2  109 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 354 (+6), სპეციალური ტექნიკა – 251 (+9).