ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 169 890 ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 169 890 (+720) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 580 (+6), ჯავშანტექნიკა – 6 932 (+11), საარტილერიო სისტემები – 2 623 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 520 (+9). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 276 (+0), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 291 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 214 (6), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 483 (+19), სპეციალური ტექნიკა – 279 (+2).