პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. „რუსთავის 2-ის” ინფორმაციით, დაღუპული არსენ ქეცბაიაა.

ქეცბაია წარმოშობით ზუგდიდიდან იყო.

მისი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ქეცბაია წლებია უკრაინაში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ბატალიონში იბრძოდა.