1090 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 159 090 კარისკაცი დაკარგა, მხოლოდ ერთ დღეში კი 1090.

ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 მარტამდე ასეთია:​  

ჯარისკაცი – დაახლოებით 159 090; ტანკი – 3 466; ჯავშანტექნიკა – 6 769; საარტილერიო სისტემა – 2487; სარაკეტო სისტემა – 493; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 259; თვითმფრინავები – 304; ვერტმფრენი – 289; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 108; საკრუიზო რაკეტები – 907; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 348; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 242.