გელათის მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

„დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაახლოებით, 2 კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ სხეულის 44%-იანი დამწვრობა მიიღო.

სასულიერო პირი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.