შეშფოთებული ვართ სააკაშვილზე ბოლოდროინდელი ინფორმაციით და ფოტოებით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება | Freedom House

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და დაუყოვნებლივ მოუწოდებს უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება:

“შეშფოთებული ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ინფორმაციით და ფოტოებით. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე და ჩვენ მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.