ყველამ ვიცით, როგორ ათრია თმით სააკაშვილი უკრაინის სპეცრაზმმა, როცა საქართველოში აკავებდნენ ბოლო ჭიქაც კი დაალევინეს – ალუდა ღუდუშაური

ყველამ ვიცით, როგორ ათრია თმით სააკაშვილი უკრაინის სპეცრაზმმა, როცა საქართველოში აკავებდნენ ბოლო ჭიქაც კი დაალევინეს – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანურ მობყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია.

,,სააკაშვილი ყველამ კარგად ვიცით, როგორ ათრია თმებით უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა. ამასთან დაკავშირებით თუ აქვთ კითხვები, თორემ საქართველოში რაიმე სახის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია. ამოვიღოთ კადრები წარსულში უკრაინაში რომ დააკავეს და ის კადრებიც, როდესაც საქართველოში დააკავეს. ბოლო ჭიქაც კი დაალევინა ჩვენმა სამართალდამცველმა, როდესაც აკავებდნენ, როგორც ჩანს ხინკალი აღარ ჰქონდათ,” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.