ოკუპანტები პატიმარ ქალებს საომრად ამზადებენ | უკრაინის გენშტაბი

დანაკარგების შესავსებად რუსები ახლა უკვე ქალთა კოლონიის პატიმრებს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ კვირაში, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, 50-მდე ქალი წაიყვანეს გამოსასწორებელი კოლონიიდან:

“ცოცხალი ძალის დანაკარგის ასანაზღაურებლად, მოწინააღმდეგე მსჯავრდებული ქალების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ცდილობს. ამ კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ქალაქ სნოუს ქალთა გამოსასწორებელი კოლონიიდან 50-მდე ადამიანი გაიყვანეს. ცნობილია, რომ მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აგზავნიან მოსამზადებლად.” – წერს უკრაინის გენშტაბი.