ძლიერი მიწისძვრა თურქეთში | ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

ძლიერი მიწისძვრა იყო თურქეთში, რომლის სიმძლავრეც 7,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმოლოგი თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს.

“თურქეთში ძლიერი მიწისძვრაა 7.7 მაგნიტუდა. სირიის საზღვართან. ქალაქი გაზიანტეპია ეპიცენტრი” – წერს გოდოლაძე.

აჭარაში მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა ბათუმსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში.