ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა, 440-ზე მეტი კი დაშავდა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა.

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე დაფიქსირდა.