სად იმალებოდა ბადრი ესებუა?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ძებნილი ბადრი ესებუა პოლიციელებმა გამთენიისას აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ომიანე ჯიქიას ქალიშვილი ოკუპირებულ გაგიდაში ქმრის ოჯახში ცხოვრობს და სწორედ იქ აფარებდა თავს ბადრი ესებუა ამ ხნის განმავლობაში.