“ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობას” | არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით სტრასბურგში, ევროპარლამენტში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. თქვენ იცით, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა აღმაშფოთებელ აქტებს სჩადის და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წასვლის და უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის უფლებას არ აძლევს. იცით, რომ ეს ყველა საერთაშორისო ნორმის, მათ შორის ჰუმანიტარულის და მორალურის, დარღვევაა. ამიტომ, ჩვენ დღეს იძულებულები ვართ, ევროპარლამენტთან ერთად ვიმუშაოთ.

მსგავსი რეზოლუცია უკრაინის პარლამენტმაც მიიღო, ასევე პოლონეთის სეიმმა და დღეს უკვე ევროპარლამენტმა. ამის შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იქნება და თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს მის გადაწყვეტილებას, ეს იქნება უკვე დასტური, რომ ის მიჰყვება პრორუსულ კურსს და რუსეთის კოლონიად ყალიბდება.

ვიმედოვნებ, ასეთი რამ არ მოხდება და ეს მიმართვა დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს, წავიდეს სამკურნალოდ და პოლიტიკით არ დაკავდეს, როგორც ამით დღეს სპეკულირებენ. მან უნდა იცოცხლოს და ჩვენ ვხედავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის ციხეში მკვლელობის მცდელობას.”, – აცხადებს დავით არახამია