“ეს არის თავისუფალი სამყაროს ხმა: გადაარჩინეთ სააკაშვილი” – ანა ფოტოგა EU-ს საპროტესტო ნოტაზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმაურება ევროკავშირის საპროტესტო ნოტას, რომლის თანახმადაც, 27 წევრი სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

“ეს არ არის ერთი ევროპარლამენტარის ხმა. ეს არის მთლიანი ევროპული პარლამენტის განცხადება, ბევრი ნაციონალური პარლამენტისა და პატივსაცემი საჯარო პირების. დღეს ეს არის ხმა ევროკავშირის 27 ქვეყნის. თავისუფალი სამყაროს ხმა: გადაარჩინეთ სააკაშვილი” , – წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.