უსინდისოდ მოგვიწოდებენ წამების შეწყვეტისაკენ, რა არის წამება, ის, რომ 1800-ზე მეტი მნახველი ჰყავდა? | ბრეგაძე სააკაშვილის ვიზიტორებს ითვლის

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღესაც, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ, „ნაცმოძრაობიდან“, რომლებიც მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა, პირდაპირ ვიტყვი ასეთი ფორმით, რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ, პატიმრისას…

და დღეს ეს ძალა ჩვენ უსინდისოდ მოგვიწოდებს ვინმეს წამების შეწყვეტისაკენ, და რა არის წამება, მაშინ კონკრეტულად დაასაბუთონ – ის, რომ ადამიანს 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა? ის, რომ არცერთი უფლება მისი, როგორც პატიმრის, არ დარღვეულა პენიტენციურ დაწესებულებაში? და ის, რომ თითქმის 8 თვეა ის იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში? ეს არის რომელიმე უფლების დარღვევა და ეს არის წამება? ამის თქმა, ვინც არ უნდა იყოს მისი მხრიდან, არის ყოვლად დაუშვებელი“.

აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედის ეთერში.