“ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს გააკეთებინეს და მას არ სურდა ჩემი აცილება” | ალექსანდრე კობაიძე ესებუაზე

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ბადრი ესებუას მისი აცილება არ სურდა და მასზე ზეწოლა განხორციელდა

“როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე.
რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ.

ადვოკატი ამბობს, რომ იგი ამ საკითხზე ესებუას ციხეში მოინახულებს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ წაიკითხა ბადრი ესებუას განცხადება, სადაც წერია, რომ ის უარს ამბობს, მისი ინტერესები კობაიძემ დაიცვას.