“ნებისმიერი დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერს, პირადად იქნება პასუხისმგებელი ევროპული მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე” – კელი დეგნანი “ოცნების” რუსულ კანონზე

“ნებისმიერი დეპუტატი, ვინც აგენტების შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე.
ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ.”

აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.