არა რუსულ კანონს | დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან

„არა რუსულ კანონს! – გამოდი ღირსების დასაცავად!” – დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.

„გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე “უმრავლესობამ”, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა.

ვაგრძელებთ პროტესტს!

7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!

#არარუსულკანონს” – წერია განცხადებაში.