დღეს 19:00 საათზე დაანონსებულ აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან

დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე დაანონსებულ აქციას, სტუდენტებიც შეუერთდებიან.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები 18:30 საათზე მეტრო „რუსთაველთან” შეიკრიბებიან და 19:00 საათზე პარლამენტისკენ მსვლელობას დაიწყებენ.

„ქართულმა ოცნებამ” და „ხალხის ძალამ” გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს გაიწვევენ.

აღსანიშნავია, რომ პროცედურის თანახმად, კანონის გაწვევა უნდა მოხდეს მეორე მოსმენაზე გატანით და ჩაგდებით. სწორედ ამიტომ „ოცნებისა” და „ხალხის ძალის” განცხადებას, მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სიტყვიერი განაცხადი საკმარისი არ არის.