რიგგარეშე სხდომის პარალელურად, პარლამენტთან დღეს, 11:00 საათზე აქცია გაიმართება

დღეს, 10 მარტს, 11:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

11:45 საათზე პარლამენტში ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა ჩაინიშნა. მოქალაქეები სწორედ სესიის მიმდინარეობის პარალელურად გამართავენ აქციას.

ცნობისთვის, გუშინ „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდოდა, 21 მარტს გაიმართებოდა. როგორც აღმოჩნდა „ოცნებამ” ხალხი ისევ მოატყუა და სხდომის თარიღი გადმოწია.

შეგახსენებთ, საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, მეოცნებეებმა კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღეს.

კანონპროექტის ორივე ვერსია გამოიხმეს ვენეციის კომისიიდანაც.