„არა მონობას!”, „ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს” – აქცია რუსთაველზე

„არა მონობას!”, „ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს” – პარტია „გირჩის” ორგანიზებით, რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილები ითხოვენ, რომ ჯარი ნებაყოფლობითი იყოს.

ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ახალი კოდექსი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო სამსახურში სტუდენტებს მხოლოდ მათი სურვილის შესაბამისად გაიწვევენ. ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს აქცია მაინც იმართება.

ნახეთ ასევე: ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ | თავდაცვის სამინისტრო