„რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს” – რა იგულისხმა პაპუაშვილმა

„რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან პრორუსული და რადიკალური დაჯგუფების აქციასა და ევროკავშირის დროშის დაწვას.

ვის და რას გულისხმობდა რადიკალიზმში, პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენ რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად დაზიანებულია ფლაგშტოკიც აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას.

დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და გამოვეხმაურები ამ საკითხს. როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრორუსულუმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.