როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 მარტამდე საქართველოში

17 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.