ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულ, ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტზე მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებული კაცი, ედუარდ აბრამიანი პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ ბულვარში ქარმა ბატუტი გაიტაცა, რის შედეგადაც ბავშვები დაშავდნენ. 10 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო მეორე, 3 წლის ბავშვი, მკურნალობას აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დაკავებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.