ყვარელში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა.

49 წლის კაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.