რუსთავში, ქალმა ქუჩაში ნაპოვნი ბარათით პროდუქტები იყიდა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა ქუჩაში ბანკის ბარათი იპოვა და მაღაზიაში ივაჭრა.

მოქალაქემ, რომელმაც ბარათი დაკარგა, დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა. ბარათის გატარების შემდეგ, დადგინდა ლოკაცია. მოგვიანებით კი გაირკვა იმ პირის ვინაობა, რომელმაც სხვისი ბარათი გამოიყენა.

სამართალდამცველებმა იდენტიფიცირების შემდეგ, ქალი პასუხისგებაში მისცეს.