თურქეთში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – აღნიშნულის შესახებ  ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 5:14 საათზე მოხდა.

მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.