„ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა” – გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში და როდის ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები] უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე” – განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა „ვივა მედის” დატოვების შემდეგ.