რღვევა „ოცნებაში” | მმართველ პარტიას ამჯერად ვლადიმერ ჩაჩიბაია ემშვიდობება

„ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დეპუტატი, ყოფილი გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ტოვებს.

გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც კენჭისყრაზე რუსულ კანონპროექტს ხმა არ მისცა, პარლამენტში აღარავის უნახავს.

შეგახსენებთ, რეპრესიულ კანონს მხარი არ დაუჭირა დავით სერგეენკომაც. „ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს ისიც ემშვიდობება.

დეპუტატებს „ოცნებამ”, სავარაუდოდ, პარტიის ერთიანი პოზიციის წინააღმდეგ წასვლა ვერ აპატია.