მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში ღარიბაშვილს, დარჩიაშვილსა და ხუციშვილს მოუსმენენ

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე კვირის განრიგი ბიუროს წევრებს გააცნო.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს.

ხუთშაბათს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება, ხოლო პარასკევს გაიმართება ინტერპელაცია, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.