დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულის” პირდაპირ ეთერში რუსულ კანონპროექტზე საუბრისას ცუდად გახდა, კლინიკიდან გაწერეს.

„ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა”, – უთხრა მისმა შვილმა, ანაკო ტურაშვილმა „რადიო თავისუფლებას”.