„გამოგვყევით სიკეთის კეთების გზაზე, თქვენი წარმატება “სტეპთან” ერთად იწყება!”

უკვე მალე აიღებს სტარტს სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეპის“ პროექტი „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ , რომელიც 100-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. გარდა იმისა, რომ პროექტი ინოვაციურია და მონაწილეები მიიღებენ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას, სტეპის გუნდი ცდილობს გამორჩეული იყოს საორგანიზაციო კუთხითაც და შექმნას ყველასათვის კომფორტული სამუშაო გარემო.
„ჩვენს პროექტში არის რამდენიმე სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით მათთვის ადაპტირებულ გარემოს და ვცდილობთ, მათი მუშაობის პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი გავხადოთ.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ერთ-ერთ სტეპელს, დავით ბიბილეიშვილს, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი სურვილების ასრულებაში და საჭირო მასალების ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა უზრუნველყო. ჩვენ ახალ სტანდარტს ვქმნით სტუდენტური ორგანიზაციების ისტორიაში “- აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამთა მარგველაშვილი.
სტეპის პროექტები ყოველთვის გამოირჩევა არა მარტო ორგანიზაციული და აკადემიური კუთხით, არამედ გუნდი ცდილობს, რომ მათი საქმიანობა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი იყოს. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც სტეპის გუნდი „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლის 2016“ გეგმავს არის „სოციალური პარნიორობის“ ერთ-ერთი ბენეფიციარის, ზურა გაიმარჯვაშვილის დახმარება, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა  ხერხემლისმრავლობითიმოტეხილობის, ზურგისტვინისადაშინაგანიორგანოებისსერიოზულიდაზიანებისგამო. სტეპი ამკვირდრებს ტრადიციას, რომ თითოეული მისი პროექტი იყოს არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც სასარგებლო, სწორედ ამიტომ, პროექტის განმავლობაში მათი ლოკაციის ადგილას დაიდგმება საქველმოქმედო ყუთები და ორგანიზაცია გარკვეულ შემოწირულობას გაიღებს ბენეფიციარის დასახმარებლად.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეების კეთება. ვინაიდან ორგანიზაცია თვითდაფინანსებაზეა, მხოლოდ ახლა კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ექსტრა მითის“ დახმარებით შევძელით, რომ ჩვენს პროექტში შშმპ და სოციალურად დაუცველებს მონაწილეობა 50% ფასდაკლებით მიეღოთ“- ჩვენთან საუბრისას განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ფინანსურმა მენეჯერმა ალექსანდრე გერმანოზიშვილმა.

„გამოგვყევით სიკეთის კეთების გზაზე. თქვენი წარმატება სწორედ სტეპთან ერთად იწყება. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს! “-  ამ ფრაზით ასრულებს სტეპის გუნდი ინტერვიუს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის გახსნის ცერემონიალი 21 ნოემბერს 17:00 სთ-ზე თსუს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება. მასზე დასწრება შესაძლებელია მოსაწვევების მეშვეობით.

კომენტარის დატოვება