ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება | გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო და ლისი, 12:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, მისაქციელი, 12:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებში ხიდისყური, ქსანი, საქადაგიანო, 12:00-დან 16:05 საათამდე – სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე – ცხვარიჭამიაში.

09:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, კოჭობა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბაზე, ხოლო 11:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, გუდრუხი, ლაუშა, სწროფავი, ზარიძეები, მაღაროსკარი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, ხოლო 13:00-დან 14:30 საათამდე – სოფლებში ხევსურთსოფელი, დევენაანთხევი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.