„სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება.

„მე რომ მკითხო, წინა კვირაშიც უნდა შეტანილიყო სარჩელი. ვერ გეტყვით, ვერ ვიღებ პასუხს. სასწრაფო და აუცილებელია გაგზავნა. ადვოკატები არ მინახავს, არ ვიცი. დღის ბოლომდე რაღაცებს ვლაპარაკობთ, შემდეგ მთავრდება დღის ბოლო და პასუხს ვერ ვიღებ. მე მეჩქარება დიდი ხანია, ადამიანი გაქრა, ხომ ხედავთ. ადვოკატებსაც იმავეს ვეუბნები, სხვა რა უნდა ვუთხრა. არ გამიგია, რა პროცედურებია კიდევ”  – განაცხადა გიული ალასანიამ.