ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

ქუთაისი-წყალტუბის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მეგობრებს შორის კამათი მოხდა, შემდგომ მათ შენობა დატოვეს და საუბარი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. სიტუაციის განსამუხტად ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ტყვია გაუვარდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ერთ-ერთი მოკლული ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვასილ მებურიშვილია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.