თბილისში სიძულვილის შემცველი პლაკატები კვლავ გამოჩნდა

დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის შემცველი პლაკატები კვლავ გამოჩნდა.

პლაკატებზე გამოსახული არიან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მადისკრედიტებელი პოსტერები 30 მარტსაც გააკრეს. თბილისის მერიამ მაშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად დაისჯებოდნენ, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

ავტორი: გურიკა შაუთიძე