„ერთად ევროპაში” – ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს

„ერთად ევროპაში” – ამ სახელწოდებით ბათუმის თავისუფლების კვარტალში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მათ მოუწოდა, შეუერთდნენ 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას.

„ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს, ახლა ჩვენ 9 აპრილს უნდა ვუთხრათ, არა რუსულ მთავრობას. ჩვენ არ შევეგუებით რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ, ეს არ უნდა იყოს პარტიული აქცია, არ შეიძლება, ვერ იქნება ევროპული მომავალი ერთი პარტიის სურვილი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.