„ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი” – ბერძენიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

„ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი. ამიტომ მთელი ჩევნი ენერგია და მთელი ახალგაზრდული ენერგია უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს ამ ახალგაზრდა კაცის დაცავად” – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა მარტის აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის სამეზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელიხუფლებამ უკვე არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზიმფცია მის მიმართ.

„ის არის დიდი ქართული უმრავლესობის, ახალგაზრდობის წამრმომადგენელი და ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი. ამიტომ მთელი ჩევნი ენერგია და მთელი ახალგაზრდული ენერგია უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს ამ ახალგაზრდა კაცის დაცავად. იმიტომ, რომ ის უკვე წინასწარაა ამრჩეული მსხვერპლად, ისე, რომ არ ყოფილა სასამართლო დადგენილება. მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია პრემიერმინისტრმაც კი, ასევე, უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რაც პირდაპირი ნიშანია, რომ საქართველოში კანონი, კანონიერება ყველას ფეხებზე ჰკიდია” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება 21 წლის აქტივისტს „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.