13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და იმავე სახლში ქირით იყო ოჯახის ნათესავი მამაკაცი, რომელიც გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

25 წლის მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.